2 ივლისს შოთა არველაძე "ტრაბზონს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
"ტრაბზონი" 1-ელ ივლისს მთავარმა მწვრთნელმა ერსუნ იანალმა დატოვა და თურქული მედიის მტკიცებით, 2 ივლისს გუნდს ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ჩაიბარებს.

წყაროების მტკიცებით, ყველაფერი შეთანხმებულია - ხვალ შოთა ოფიციალურად გახდება იმ კლუბის თავკაცი, რომლის ლეგენდადაც ითვლება, ხოლო 3 ივლისს ის გუნდს ჰოლანდიურ შეკრებაზე წაიყვანს.

42 წლის არველაძე აქამდე "ალკმაარის" მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი თურქულ "ქაისერისა" და "ქასიმფაშას" წვრთნიდა. არველაძე 1993-97 წლების პერიოდში "ტრაბზონის" ფორვარდი იყო.
მკითხველის კომენტარები / 18 /
შოთი ჯიგარი ხარ, წარმატებებიი! მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გვენახე ტრაბზონთან ერთად!
Georgiano
12:44 02-07-2015
0
როგორ მიხარია .. ყველა სენ ტამას დავესცრები მეც ტრაბზონის გულ სემატკივარი ვარ ... ტრაბზონსი ადამიანი არარსებობს სენ რომ არ უყვარდე .. მეამაყები ქარტველი რომ ხარ
inga
12:41 02-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული