ჯაბა კანკავამ ბასტიან შვაინშტაიგერის შემდეგ ლუიშ ნანიც "დაჩაგრა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მყოფმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" საკონტროლო მატჩი "ფენერბაჰჩესთან" გამართა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

15 ივლისს, სტამბოლში გამართულ მატჩში სრულად ითამაშა უკრაინული გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ, რომელსაც ერთ ეპიზოდში "ფენერბაჰჩეს" პორტუგალიელ ახალწვეულ ლუიშ ნანისთან გაწევ-გამოწევა მოუვიდა. საბოლოოდ, ფეხბურთელები თანაგუნდელებმა დააშოშმინეს. ფეხმტკივანი ნანი გაზონზე გაწვა, მსაჯმა კი ჯაბას ყვითელი ბარათი უჩვენა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე, ბრუნო ალვეშმა, საკუთარ კარში გაიტანა.

დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" მომდევნო შეხვედრას უკვე უკრაინის ჩემპიონატის სტარტზე - უჟგოროდის "ჰოვერლასთან", 19 ივლისს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი ჯაბას საქართველო-გერმანიის
მატჩში, ბასტიან შვაინშტაიგერთანაც მოუვიდა.

ასევე იხილეთ:
კანკავასა და შვაინშტაიგერის დაპირისპირება მოედანზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველად ნანიმ იუზრდელა ეტყობა და მიიღო.
დააკვირდით.
30 ივლისი 2015 14:34
0
მეტი რა დაგრჩენიათ სატრაბახო, ფეხბურთით "დაეჩაგრა"
gia
21 ივლისი 2015 18:35
0
ნანი ფანტაზიორია ეტყობა! კაი ფეხბურთელი რო ყოფილიყო, სადაც თამაშობდა იქედან არ გაუშვებდნენ!
batumeli
20 ივლისი 2015 14:09
0
აუ მოდით რა ნუ დავიწყებთ კრიტიკას რა არის აქ ცუდი?ნანიმ მოიტყუა ვითომ ფეხი ეტკინა და ამას მეც ვხედავ აქედან კანკავაც გაუბრაზდა ტყულისთვის და მიაჩმორა ქართველია და ასე გამოხატა
Temo
18 ივლისი 2015 16:41
0
ჟურნალისტებს პასუხისმგებლობა რომ უნდა გქონდეთ ნათქვამ სიტყვებზე, გაგიგიათ? რა ინტერპრეტაციაა საქციელის ან როგორი მიწოდება მკითხველისთვის. შვაინშტაიგერი დაჩაგროს თამაშით, აი ეს იქნება ბიჭობა და მოსაწონი საქციელი
avtors
18 ივლისი 2015 14:17
0
ჯიგარსონ!
mmg
17 ივლისი 2015 08:48
0
ავტორ მაგარი .. სათაურისთვის :D და აზროვნებისთვის
123
16 ივლისი 2015 18:36
0
ავირჩიოთ ეს მაინც დაიავს საქართველოს ღირსებას
vazha
16 ივლისი 2015 17:44
0
ალექსანდრე ჩივაძე გამახსენდა, მაგისნაირი ჯნეტელმენი-კაცური კაცი ქართულ ფეხბურთს ალბათ არც ყოლია.
მამლაყინწობა კაია, მარა სპორტს არ უხდება.
bhk
16 ივლისი 2015 17:32
0
სათაურებია ისეთი სათაურის უნახავს გაგხდის... დაჩაგრა კი არა დაასამარა ფაქტიურად... კანკავას მაინც რას ერჩით თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ გასამასხარავებლად
irakli apkhaidze
16 ივლისი 2015 17:08
0

სიახლეები პოპულარული