"ტრაბზონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შედგა შოთა არველაძის დებიუტი. ქართველი მწვრთნელის პირველ მატჩში "ტრაბზონმა" შინ ლუქსემბურგის "დიფერდანჟს" მოუგო - 1:0.
* * *
ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე 2:1 მოუგო ისლანდიურ "ჰაფნარფიორდურს". 54-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა პენალტით გაქვითა მასპინძელთა მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი. ცოტა ხნით ადრე, "ჰაფნარფიორდური" კაცნაკლულიც დარჩა, რამაც ზაურ სვანაძის გუნდს სერიოზული უპირატესობა მისცა. 61-ე წუთზე კი ბაქოელებმა მეორე გოლიც გაიტანეს და ეს ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს.
სრულად ითამაშეს კვეკვესკირმა,
* * *
პოლონურმა "იაგელონიამ" საშინაო ასპარეზზე მიიღო კვიპროსული "ომონია" და უგოლოდ დაუზავდა. "იაგელონიაში" 90 წუთი ითამაშა ნიკა ძალამიძემ, "ომონიაში" კი სრული მატჩი ჩაატარა უჩა ლობჟანიძემ.* * *
თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" საშინაო ასპარეზზე უნგრული "დებრეცენი" მიიღო. თამაში 2:2 დასრულდა. ლატვიური კლუბის შემადგენლობაში არ უთამაშია ახალგაზრდა მცველს, ლევან მახარაძეს, რომელიც დაშავებულია.ლიტვურმა "ტრაკაიმ" გასვლაზე 0:4 წააგო კვიპროსულ "აპოლონთან". სტუმართა შემადგენლობაში 88-ე წუთზე გამოჩნდა ჩვენებური მცველი ნიკა აფაქიძე. არ უთამაშია ბესო ამაშუკელს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"