საბა კვირკველია: ჩვენთვის სულ ერთია, ვის ვეთამაშებით

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ ჩემპიონატის სტარტის წინ ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ საიტს.

- ჩემპიონატის მზადებისთვის უმთავრესია, გუნდმა ნაყოფიერად გაიაროს მოსამზადებელი პერიოდი. ავსტრიის შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. ეს იყო ძალების შემოწმება. შედეგი მეორეხარისხოვანი იყო.

- წლეულს "რუბინი" ევროპალიგაზე ითამაშებს. ამიტომ განსხვავებულად მოემზადეთ სეზონისთვის?
- რთული სათქმელია. როგორც წესი, დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით. ადრეც ასე ვიტვირთებოდით ფიზიკურად. ამ სეზონს ორჯერ უკეთესად უნდა შევხვდეთ, ვიდრე წინას. იმიტომ, რომ შესაძლოა, კვირაში ორჯერ მოგვიწიოს თამაში და არა ერთხელ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, მზად
ვართ.

- პირველივე მატჩი ერთ-ერთ ფავორიტ ცსკა-სთან გაქვთ. ეს ცუდია თუ კარგი?
- ჩვენთვის სულერთია, ვის ვეთამაშებით. რინატ ბილიალეტდინოვი ყველა მეტოქეს წინასწარ იკვლევს და თეორიულ მეცადინეობაზე ყველაფერს გვიყვება. ჩემპიონატის ყველა გუნდი ჩვენთვის ნაცნობია.

- დაცვაში თქვენი პარტნიორი სესარ ნავასი "როსტოვში" გადავიდა. როგორ შეხვდით ამ ამბავს?
- სესარზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. როცა ერთად ვთამაშობდით, დიდებულად "კითხულობდა" თამაშს. 20 წამით ადრე ხვდებოდა, რა მოხდებოდა მოედანზე. მაგრამ ფეხბურთში მოთამაშეები მოდიან და მიდიან. მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ახლა, რაც ნავასმა მასწავლა, შესაძლოა, მის წინააღმდეგაც გამომადგეს, თუ მოედანზე შევხვდებით.

- საავიაციო ქარხნის ფონზე გუნდის ახალი სეზონის პრეზენტაცია უცნაური არ იყო?
- პირველად ვიყავი იქ. ბევრი ხალხი მოვიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "რუბინს" ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული