სანდრო კობახიძე: ეს ჩვენი ძალის მხოლოდ ნახევარია

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში სანდრო კობახიძის "ვოლინი" "ვორსკლას" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

პოლტავაში ანგარიში კობახიძემ გახსნა, რომელმაც საჯარიმოში არეულობით ისარგებლა.


თამაშის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ საიტს:

- ვერ ვიტყვი, რომ წინასწარ განზრახვით დავარტყი ისე, რომ ბურთი ჯერ მიწაზე დაცემულიყო. იმ ეპიზოდში ბურთის ტრაექტორიის განზრახვა ძალიან ძნელი იყო, დავარტყი ისე, როგორც შევძელი. მაგრამ ბიჭებმა ძალიან მოინდომეს იმ ეპიზოდში, განსაკუთრებით, რედვანმა, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და ტრავმაც კი მიიღო. ამიტომ მადლობა
მას გადავუხადე გოლის გატანის მერე.

- რა იცოდით "ვორსკლას" შესახებ თამაშამდე?
- ჩვენ ამ მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებოდით. მეტოქე 2-3 წელიწადია, ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობს, როცა ჩვენთან კვლავ ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობ, ჩვენ 50%-ს ვიყენებთ ჩვენი შესაძლებლობების. ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი ნამდვილი თამაში.

- უკვე 5 დღეში "შახტარს" მასპინძლობთ, რას იტყვით დასუსტდა ეს გუნდი ბოლო თვეებში?
- როგორ გითხრათ, როცა სუპერთასის თამაშს ვუყურებდი, პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ "შახტარი" კიდევ უფრო გაძლიერდა. არადა, სამი ფეხბურთელი გაყიდეს. "შახტართან" ძალიან რთული იქნება. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული