რა სჭირს საბა კვირკველიას? ასეთი ისტორიები ქართველების 90%-ს ემართება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანის "რუბინი" შინ პერმის "ამკართან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა, რაშიც გარკვეული ბრალი საბა კვირკველიასაც მიუძღვის - მან ჯერ ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ წითელი ბარათი მიიღო.

თამაშის მერე "რუბინის" თავკაცმა რინატ ბილიალეტდინოვმა შემდეგი თქვა:

"კვირკველია გულუბრყვილო ბავშვივით მოიქცა, თითქოს, ცხოვრებაში პირველად თამაშობდა ფეხბურთს. რაღას იქნევდა ხელს? მას არ ჰქონდა უფლება, თავი არ შეეკავებინა.

თუ კარგად გავაანალიზებთ, პირველი ყვითელი ბარათიც სამართლიანი იყო, მაგრამ ეს მოხდა მე-10 წუთზე. მსაჯს შეეძლო აღმზრდელობითი შენიშვნით შემოფარგლულიყო".

* * *
ამასობაში sport.business-gazeta.ru-მ გამოაქვეყნა სტატია - "რატომ არ იყო მხოლოდ კვირკველია
დამნაშავე".

"ქართველმა ლეგიონერმა ჯერ კიდევ მე-10 წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი იმის გამო, რომ "ამკარს" საჯარიმოს სწრაფად გათამაშების საშუალება არ მისცა. 48-ე წუთზე მან ისეთი თავური გაიტანა, რომ სთხოვოთ, ალბათ ვერ გაიმეორებს, მაგრამ მან ეს საკუთარ კარში გააკეთა.

ამას 15 წუთში, მეტოქის საჯარიმოში დარღვევისთვის გაძევება მოჰყვა. ქართველმა "ამკარის" ფეხბურთელის პროვოკაციას უპასუხა.

ვფიქრობთ, მწვრთნელთა შტაბშიც კი ვერ ხვდებიან, რა დაემართა მცველს, რომელმაც გასული სეზონი, ერთი მატჩის გარდა, შეუცვლელად მაღალ დონეზე ითამაშა", - წერს გაზეთი.

"არადა, სტატისტიკური მონაცემები რომ ავიღოთ, ქართველს ურიგოდ არ უთამაშია - მან მოიგო 16-დან 11 ორთაბრძოლა (მეორე შედეგი გუნდში), 10 ჩაჭრა გააკეთა (მეორე შედეგი), ორჯერ წაართვა მეტოქეს ბურთი".

გაზეთის დასკვნით, კვირკველიას ცუდი თამაშის მიზეზი ესაა:

"ამ ამოცანას მხოლოდ ერთი ამოხსნა აქვს - ყველაფრის მიზეზი კვირკველიას თავშია. ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ის იყო ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი, მის გვერდით თამაშობდა გამოცდილი სესარ ნავასი. ახლა ქართველის კარიერაში ახალი ეტაპია, ახლა თავად უნდა იყოს ლიდერი, ის უნდა იყოს "რუბინის" დაცვის სტაბილურობის გარანტი.

სწორედ ამას ხვდება კვირკველია და პრობლემებიც აქედან მოდის.

კვირკველიასთვის ბევრი გააკეთა ბილიალეტდინოვმა, სწორედ მან აქცია ის სასტარტოს ფეხბურთელად. ეს მომენტი ორივესთვის დიდი გამოცდაა.

თუ კვირკველია მალე მოეგება გონს და ძველებურად ათამაშდება, ყველაფერი კარგად იქნება", - წერს გაზეთი.

"არსებობს კიდევ ერთი გარემოება - ეს ახსნა მარტივია, მაგრამ მას აქვს საფუძველი. ასეთი ისტორიები ემართებათ ქართველი ფეხბურთელების 90%-ს.

ასეთები არიან სამხრეთელები, რისი მაგალითებიც ათეულობითაა, შეიძლება ასეულობითაც. სამაგიეროდ, შეიძლება მომდევნო თამაშზე გამოვიდნენ და ისე ითამაშონ, თითქოს, ცუდი არაფერი მომხდარა", - ასკვნის გაზეთი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაანებეტ მაგ რუსებს თავი,ტშამოდით გერმანიაში სატამაშოდ
germania
20:30 27-07-2015
0
ამუშავდა ძველ მოტორზე ... რუსის ტვინი. რასაც აქამდე ვერ უბედავდნენ ეხლა ერთიანად მოილხინეს - ამოისუნთქეს, როგორც იქნა მიეცათ შესაძლებლობა "გრუზინს" თავში წამოარტყეს და ჭკუა ასწავლეს. როგორც იქნა დაისვენეს, ანგელოზივით ქართველი ბიჭი დაი-"გრუზინეს" და დაიქვემდებარეს. ეხლა გახდა "გრუზინი"? კვირკველიას თურმე პრობლემა "თავში" აქვს? აქამდე თავში ქონდა და ეხლა გამოჩნდა? ვაი ვაი ვაი... აუმადური ..., ბიჭი ამომავალი ვარსკვლავია ავ თვალს არ ენახვება, აქამდე სულ აქებდნენ და ვერაფერს სხვას ვერ ბედავდნენ, და ეხლა ერთი ფეხი გადაუბრუნდა და მორჩა "გრუზინია" მთელი ამის კარიერა და აქამდეც სულ "გრუზინი" იყო? ეგრე არაა, ქართველი ბიჭია საბა კვირკველია და ზეცა მაგათ არ აპატიებს. ჯანო ანანიძეც როცა მოუნდებათ "რუსია" და მოუნდებათ "გორილა გრუზინი". რატომ, საქართველოს ნაკრები რომ აირჩიეს, საბამ ნაკრებში რომ ითამაშა რაღა მაინცდამაინც ეხლა გახდა "ცუდი"? ვაი თქვენი ტყავის ბრალი, სულ წვეთი-წვეთად ამოგადენთ რაც ქართული ფეხბურთისთვის გიკადრებიათ.
ვაი ამათ პატრონს უბედურს
07:23 28-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული