გუშინ, 27 ივლისს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.
* * *
დანიის სუპერლიგაში "ორჰუსი" გასვლაზე შეხვდა "ვიბორგს". თამაში ფრედ (0:0) დასრულდა. მათე ვაწაძე 82-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი (66-ე წუთი) გაფრთხილება მიიღო. გიორგი სხირტლაძე სათადარიგო იყო.* * *
II ბუნდესლიგაში "ფრაიბურგმა" თვალსასეირო მატჩში 6:3 დაამარცხა "ნიურნბერგი". საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი "ფრაიბურგის" თადარიგში იყო. * * *
რუსეთის პირველ ლიგაში "სკა ენერგიამ" გასვლაზე არ წააგო ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" - 0:0. ხაბაროვსკელთა ქართველი ლეგიონერი კახა ალადაშვილი მე-80 * * *
ლატვიის ჩემპიონატში თამაზ პერტიას გაწვრთნილი "სკონტო" გასვლით შეხვედრაში დაუზავდა "ლიეპაიას" - 2:2. რიგელთა შორის არ უთამაშია ქართველ მცველ ლევან მახარაძეს, რომელიც დაშავებულია.* * *
ლიტვის ჩემპიონატში უგოლო ფრე ითამაშეს "ტრაკაიმ" და "კრუოიამ". მასპინძელთა რიგებში სრული მეორე ტაიმი ითამაშა ნიკა აფაქიძემ.* * *
ასევე ფრე (1:1) დაფიქსირდა ესტონეთის ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც "ფლორამ" "ლევადიას" უმასპინძლა. მასპინძელთა შორის მე-80 წუთიდან ითამაშა ზაქარია ბეგლარიშვილმა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"