"სიტის" ყოფილი ფორვარდი: უბედურებების სათავე გიორგი ქინქლაძის მოსვლა იყო

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფორვარდი პოლ უოლში "მანჩესტერ სიტის" 90-იანი წლების მეორე ნახევრის კრიზისს, მის ქართველ ვარსკლავ გიორგი ქინქლაძეს აბრალებს.

პოლ უოლში ახლა 52 წლისაა, ის 1994-95 წლების სეზონში თამაშობდა "მანჩესტერ სიტიში", უფრო მეტი დრო კი მან "ტოტენჰემსა" და "ლივერპულში" გაატარა.

ახლახან უოლშმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის ერთ თავში "სიტის" უბედურებების ერთ-ერთ მიზეზად ქინქლაძეს ასახელებს.

"ჩემი აზრით, გიორგი იყო კატალისტი "მანჩესტერ სიტის"პრობლემების. არ შეგვეშალოს მე მას ახლაც მივიჩნევ საოცარ ინდივიდუალისტად, მისი ხუთი საუკეთესო გოლი რომ ავტვირთოთ YouTube-ზე, პლანეტის
ნებისმიერ ვარსკვლავს გაუწევს კონკურენციას.

მაგრამ ალან ბოლი ანებივრებდა ქინქლაძეს, მას სურდა, რომ გუნდი ქინქლაძის ირგვლივ აწყობილიყო. რამაც მთლიანად შეცვალა გუნდის დინამიკა და თან, ამ იდეამ არ იმუშავა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გარემარბების ეფექტურობა.

და თან ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელზეც მთელი გუნდში შრომობს, ქინქლაძემ ვერ გაიტანა საკმარისი ოდენობით გოლები. ის ვერ იბრძოდა სათანადოდ, ვერ ურტყამდა თავით და მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა, მის ტალანტთან შეფარდებაში.

დარწმუნებული ვარ, "სიტის" ბევრი ფანი მეტყვის: შეეშვი ქინქის, ის საოცარი იყო, მაგრამ მათ უბრალოდ შევახსენებ, რომელ სეზონში დაქვეითდა გუნდი", - წერს თავის წიგნში პოლ უოლში.
მკითხველის კომენტარები / 21 /
საინტერესოა, მესი რომ ჩიხურაში თამაშობდეს, გავა კი ჩიხურა ევროპის ლიგაზე სათამაშოდ???????????
giorgi
16:54 03-08-2015
0
ქინქი არაფერ შუაშია. ეს რა არი, თქვენ არ იცით ესენი რა უნიჭო ფაშისტები არიან. ალან ბოლის შემცვლელმა და ქინქლაძის გამგდებმა მწვრთნელმა პირდაპირ თქვა - ქინქლაძე სკამზე იმიტომ დავსვი და იმიტომ გავაგდეო რომ მის ჩრდილში მყოფი ადგილობრივი ფეხბურთელები ძალიან დათრგუნულები იყვნენო მათზე ძალიან ცუდად მოქმედებდაო, როცა მთელ ხალხს ქინქლაძე ეკერა პირზეო და ესენი არავის აინტერესებდაო. აი ასეთი ჩაფსმული მიზეზი და დღეს ვისაც არ ეზარება ყველა ქინქლაძეს ასწავლის ჭკუას!!! ჭკუას მოუხმეთ გრუზინებო და ბლატავს შეეშვით ყველა პროფესორი და ჭკუის მასწავლებელი როა!! და ეს თქვა თავისი პირით - აი ამ დონის შოვინისტი ღორები არიან. ვერ აიტანეს ეს შენი ქართველი ქინქლაძე ვიღაც ჩამოსული რომ მაგათზე მაგარი იყო და 5 კაცს ატყუებდა ამას ვერ შეეგუვნენ. გასაგებია? ამან ამ ჩაფსმულმა როგორც იქნა გაბედა გაამხილა ხმამაღლა გააპრავა თავისი ბოღმა.. გულშემატკივრებს არ ეხება, ფეხბურთელებმა ვერ აიტანეს. ეხლა ხო ყავთ არგენტინელები ესპანელები და ათასი ჯურის ხალხი გუნდში, მარა ეს ქართველი საქართველოდან ვერ აიტანეს მაინც და მაინც. თანაც იმიტომ რომ ძალიან მაგარი იყო გიორგი, ძალიან დიდი განსხვავება იყო მასსა და სხვებს შორის. ნეტა დაეჯერებინა დიეგოსთვის და წასულიყო იტალიაში რა.. ფაშისტურ ქვეყნებში არ წავიდეს ქართველი, უნდა წავიდეს ესპანეთში იტალიაში და სამხრეთში.
emigrant
01:49 20-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული