ლეგიონი: მათე ვაწაძის ეფექტურმა გოლმა "ორჰუსი" გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის სუპერლიგაში მორიგი გატანილი გოლით გამოირჩა "ორჰუსის" ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე.

7 აგვისტოს გამართულ IV ტურის მატჩში ქართველების გუნდი სტუმრად "ოდენსეს" დაუპირისპირდა და ქულას გამორჩა, რასაც სწორედ ვაწაძეს უნდა უმადლოდეს.

ქართველმა ფორვარდმა მატჩის 61-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. ეს ქართველი ბომბარდირისთვის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში გატანილი მესამე გოლია.

ვაწაძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ის 71-ე წუთზე შეცვალეს. "ორჰუსის" მეორე ქართველი ლეგიონერი დავით სხირტლაძე მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.

"ორჰუსს" 8 ქულა აქვს და დანიის სუპერლიგის
სატურნირო ცხრილში ამჟამად მეორე პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაწა ჯიგარი ხარ, შენი მაგრად გვეიმედება. წარმატებები!
georgiano
15:16 08-08-2015
0
ვაწა ჯიგარი ხარ, შენი მაგრად გვეიმედება. წარმატებები!
georgiano
15:20 08-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული