31 წლის აფრიკელმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმების გავლა ვერ შეძლო. ამის შესახებ არველაძემ ისაუბრა.
"ეს ვიღაც სხვა სამბაა. ეს ის ადამიანი არ არის, რომელსაც მე ვიცნობ. ის მაიკ ტაისონს უფრო ჰგავს. მე ფეხბურთელი მჭირდება და არა მძიმეწონოსანი მოკრივე", - თქვა არველაძემ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ტრაბზონსფორი" სამბას ტრანსფერში 2 მილიონ ევროს იხდიდა.
მომზადებულია fanatik.com.tr-ის მიხედვით