"კლუბში გენერალური დირექტორიც შეიცვალა და მწვრთნელიც. ახლებმა კი გადაწყვიტეს, რამდენიმე ფეხბურთელი გაეშვათ და თავიანთი მოთამაშეები მოეყვანათ. გაშვებულებში მეც მოვხვდი.
არადა, შოთას წასვლის შემდეგ თითქმის ყველა თამაში ვითამაშე. ამავე დროს, მადლობელი ვარ შოთასი, ნდობა რომ გამომიცხადა.
იმედია, მომავალში ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთება, იმიტომ, რომ ჩემი პროგრესის მჯერა და ამისთვის ყოველდღიურად ვშრომობ", - ამბობს დვალი.
ახალგაზრდა მცველს
"ახლა აგენტი არ მყავს და ნებისმიერი იმ ადამიანის წინადადებას განვიხილავ, რომელიც საინტერესო იქნება. "სატრანსფერო ფანჯარა" 1-ელ სექტემბერს იხურება და იმედია, მანამდე ახალ გუნდში ჩავირიცხები.
რამდენიმე გუნდი დაინტერესებულია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ "რედინგთან", რომელსაც ჩემი ტრანსფერი ეკუთვნის, კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება. ინგლისელებს ჩემი იჯარა აღარ აწყობთ და გაყიდვა სურთ. დაინტერესებული კლუბები კი ამაზე ფეხს ითრევენ და მოლაპარაკებას აგრძელებენ.
მოკლედ, იჯარით წასვლის შანსი ნაკლებია, მაგრამ არც ამის იმედს ვკარგავ და არც გამოსყიდვას გამოვრიცხავ".
დვალს დაინტერესებულ გუნდებზეც ვკითხეთ:
"ჯერ ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩეხეთის, დანიისა და მეორე ბუნდესლიგის გუნდებთან. ახლა მთავარია, "რედინგიდან" კონტრაქტი გამოისყიდონ. ლაპარაკია დაახლოებით 300 ათას დოლარზე".
ეროვნული ნაკრების მოთამაშე ახლა თბილისშია:
"ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ შემოდგომა და, მასთან ერთად, სანაკრებო შეხვედრების დრო მოდის, მე კი უგუნდოდ ვარ და შეკრება არ გამივლია. ცხადია, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა მაქვს. თუმცა მთელ სულს და გულს ჩავდებ იქ, სადაც საქართველოს სახელი იქნება ნახსენები.
მადლობა კახა კაჭარავას, რომელმაც "ცხინვალში" მავარჯიშა და ფორმის შენარჩუნების შანსი მომცა, მაგრამ ახლა გუნდში ჩარიცხვამდე ისევ ინდივიდუალურად მოვემზადები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"