"ბექას ამბავი უკვე გადაწყდა, ის "ბეტისში" გადავიდა. მან ესპანელებთან კონტრაქტიც გააფორმა. ხელშეკრულება სამწლიანია ოფციონის წესით - ანუ 2+1 ფორმატით.
ბექა ჯერ "ბეტისის" 19-წლამდელებში ითამაშებს. როგორც ვიცი, მას ინდივიდუალური გეგმა შეუდგინ
ბექა ესპანეთში ოთხშაბათს გაფრინდება, კლუბი კი ოფიციალურად ამ კვირას წარადგენს" - გვითხრა ფეხბურთელის მამამ, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ვაჩიბერაძემ.
"ბეტისს" ესპანეთის სამეფო ოჯახი მფარველობს. კლუბის საპატიო წევრები კი ყოფილი მეფე ხუან კარლოს I და მისი ამჟამინდელი მემკვიდრე ფილიპ VI არიან. სევილიური კლუბი ანდალუსიაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თქვენ წარმოიდგინეთ, "ბეტისს" უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე სუპეთასის ბოლო ორი გათამაშების მონაწილე "სევილიას", აღარაფერს ვამბობთ "მალაგასა" და "გრანადაზე" - მათზეც ბევრად პოპულარულია.
ვაჩიბერაძე უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ახლა კი ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" ქართველის მომავალს წერილი რომ მიუძღვნა, შიში გამოთქვა, რომ საქართველო ამ ნიჭიერ ახალგაზრდას უკრაინის ეროვნულ ნაკრებს არ დაანებებდა.
ახლა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელებისთვის ეს საფრთხე რეალურია - ქუთაისში დაბადებული ვაჩიბერაძე, რომელიც ფეხბურთელად ოდესასა და დონეცკის "შახტარის" აკადემიაში ჩამოყალიბდა, დიდი ალბათობით, საფეხბურთო მოქალაქეობას შეიცვლის და თუ პროგრესი გააგრძელა, საქართველოს ნაკრების ფორმასაც მოირგებს.
უკრაინული მედიის ინფორმაცია, რომ 19 წლის ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ უარყო - ვაჩიბერაძე უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ მას ჩვენს ნაკრებში ვერ გამოვიძახებთო. მაგრამ მის მიმართ ინტერესი რომ არსებობს, ესეც ფაქტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"