ლეგიონი: საბა კვირკველია ერთადერთი ქართველია ევროთასებზე...

AutoSharing Option
გუშინ, 27 აგვისტოს, ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. ჯგუფურ ეტაპზე გავიდა საბა კვირკველიას "რუბინი", რომელმაც შინ 1:0 (პირველი მატჩი 1:1) მოუგო მაკედონიურ "რაბოტნიჩკის". საქართველოს ნაკრების მცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ კვირკველია ერთადერთი ქართველია, რომელიც ევროთასებს შემორჩა.

პირველ მატჩში შინ დამარცხებულმა (0:1) "ზორიამ" გასვლაზე დიდი ბრძოლა გაუმართა პოლონური ფეხბურთის გრანდ "ლეგიას", თუმცა საბოლოოდ აქაც დამარცხდა (2:3) და ტურნირს მიღმა დარჩა. ლუგანსკელთა ქართველი ლეგიონერი ჯაბა ლიპარტია თამაშში მხოლოდ 87-ე წუთიდან ჩაერთო.

* * *
ლიტვის ჩემპიონატში "ტრაკაიმ"
გასვლაზე 4:2 მოუგო "შიაულიაის". გამარჯვებულთა რიგებში სათადარიგო იყო ქართველი მცველი ნიკა აფაქიძე, არ უთამაშია ტრავმირებულ ბესიკ ამაშუკელს.

* * *
რუსეთის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია "სკა ენერგიამ", რომელმაც "ბელოგორსკს" გასვლაზე 4:0 მოუგო. ერთი გოლი (78-ე წუთი) მიითვალა ლაშა იმედაშვილმა, რომელიც სტუმართა რიგებში შეცვლაზე შევიდა; კახა ალადაშვილს არ უთამაშია.

ამავე გათამაშებაში "არმავირმა" სტუმრად 2:0 მოუგო როსტოვის სკა-ს. ანგარიში მე-4 წუთზე ირაკლი გეფერიძემ გახსნა. მის გარდა, არმავირელთა რიგებში ითამაშეს ირაკლი ჭეჟიამ, დავით ხურციძემ და ლევან ჯღარკავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზატო იქ 15 აზერბაიჯანელი ითამაშებს და ეს მათ ეროვნულ ნაკრებს დზალიან წაადგება.ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ იმისი რომ ქეცბაია გახდა კვიპროსის აპოელის მწვრთნელი და ვინ იცის იქნებ ვინმე ქართველი აიყვანოს
Bacho
14:40 28-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული