28 აგვისტოს კვიპროსის ჩემპიონ აპოელ-ის ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია წარადგინა, რომელმაც პოსტზე პორტუგალიელი დომინგო პასიენსია შეცვალა. 47 წლის ქართველმა სპეციალისტმა აპოელ-თან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ცნობისთვის, ქეცბაიას გუნდის მეტოქეები ევროპალიგაზე "შალკე", "სპარტა" და "ასტერასი" იქნებიან...
პრეზენტაციაზე ჯერ კლუბის პრეზიდენტმა პროდომოს პეტრიდესმა ილაპარაკა.
"თებერვალ-მარტში ჩვენ გვქონდა შეხვედრა თემურ ქეცბაიასთან, მაგრამ ვერ შევთანხმდით. ახლა კი მასთან მოსალაპარაკებლად 15 წუთი აღმოჩნდა საკმარისი.
ჩვენი მიზნები ერთმანეთს კარგად დაემთხვა, ევროპალიგის წილისყრა არ არის რთული ჩვენთვის.
თემური მალე გაეცნობა
თემურ ქეცბაია: "საღამო მშვიდობისა! მადლობა კლუბის პრეზიდენტს და აპოელ-ის საფეხბურთო ოჯახს ნდობისათვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩემივე შეცდომის გამოსწორების შანსი მომეცით, რომელიც 5-6 თვის წინ დავუშვი.
ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. პირველი მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნება და გაისად ლიგაზე თამაშის დაბევება იქნება. ეს ძნელი იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად, თან გუნდი საკმაოდ გამოცდილია.
თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევ, სხვას არ დავაბრალებ, ჩემი ბრალი იქნება.
როგორც ვთქვი, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა არ იყო... პირველ ჯერზე მოლაპარაკება სასურველად არ წარიმართა. მე კი სიტყვის კაცი ვარ - რასაც ვიტყვი, აღარ ვიცვლი აზრს.
ახლა მომავალს დიდი იმედით ვუყურებ. ძალიან თბილად შემხვდნენ აქ, არადა, წლების წინ დიდი კონკურენტები ვიყავით. ყველას სურს, აპოელ-მა ლიგაზე ითამაშოს. ეს ამ წელს არ გამოვიდა, მომავალში უნდა შევძლოთ.
დიახ, კვიპროსში მუშაობა მომენატრა, მაგრამ ჩემს ქვეყანას ვჭირდებოდი და უარს ვერ ვიტყოდი. ძალიან მომენატრა ყოველდღიური სამუშაო. ეს ბევრისთვის საოცნებო პოსტია და ახლა მხოლოდ ჩვენი მიზნების მიღწევა გვმართებს".
თემურ ქეცბაია: "საღამო მშვიდობისა! მადლობა კლუბის პრეზიდენტს და აპოელ-ის საფეხბურთო ოჯახს ნდობისათვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩემივე შეცდომის გამოსწორების შანსი მომეცით, რომელიც 5-6 თვის წინ დავუშვი.