ქართველები "გენტში": ჯიმი ტაბიძე მკურნალობს, გიორგი ბერიძეს გოლები გააქვს

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ბერიძე
ბელგიური "გენტის" ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე "ანდერლეხტის" დუბლებთან შეხვედრისას დაშავდა და მოედანი მე-40 წუთზე დატოვა. საბედნიეროდ, 19 წლის ცენტრალური მცველის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - მხოლოდ კუნთი აქვს დაჭიმული. ის გუნდს მალე შეუერთდება და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ვარჯიშს.

ტაბიძის მსგავსად, რამდენიმე თვეა, "გენტის" დუბლებში მუდმივად თამაშობს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ბერიძე. ის კარგად შეეწყო გუნდს და უკვე გოლებიც გაიტანა. როგორც მისმა მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ გვითხრა, ბერიძე წინ მიიწევს და "გენტში" მისით კმაყოფილები არიან.

თუმცა მოულოდნელი იყო, რომ
ვასილ მაისურაძემ
ის 19-წლამდელთა შეკრებასა და ლატვიასთან სპარინგ-მატჩებისთვის არ გამოიძახა.

მიზეზი თავად მაისურაძესთან გავარკვიეთ. მან გვითხრა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ენდობა, მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და არ სურს სავარჯიშო პროცესს მოსწყვიტოს "გენტში", სადაც ის თავის დამკვიდრებას ცდილობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული