ამ გუნდს არაფერი დაეწუნება: წინ ქეცბაია, შუაში მიჩელი, დაცვაში დე ბური, კარში პრიუდომი

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა საიტმა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 48 კლუბის მწვრთნელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა და ამ ნაკრებში ქართველი თემურ ქეცბაიაცაა.

რა პრინციპით შედგა ეს სიმბოლური ნაკრები?

48 მწვრთნელიდან ის 11 შეირჩა, რომელთაც უკეთესი საფეხბურთო კარიერა ჰქონდათ. მოგეხსენებათ, კვიპროსული აპოელ-ის თავკაცს, სხვა თუ არაფერი, ინგლისური პრემიერლიგის "ნიუკასლ იუნაიტედში" უთამაშია.

სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება: პრიუდომი (ბრიუგე) - სანიოლი (ბორდო), ბერგი (ლეგია), დე ბური (აიაქსი), პოჩეტინო (ტოტენჰემი) - მიჩელი (მარსელი), სოუზა (ფიორენტინა), ტუდორი (პაოკ) - სა პინტუ (ბელენენსეში), ვალვერდე (ბილბაო), ქეცბაია (აპოელ-ი).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან მაგარია. ქეცბას მორიგი აღიარება, წარმატებებე თემურ!!
georgiano
14:46 12-09-2015
0
ამ კრიტერიუმით მწვრთნელების შერჩევა როგორ შეიძძლება
გიორგი
09:49 11-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული