პორტუგალიის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის გათამაშების მორიგ ტურში გიორგი მაკარიძის "ფეირენსემ" "ორიენტალს" უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.
უცნაურია, რომ მაკარიძე უკვე მე-3 წუთზე გააძევეს მინდვრიდან, რის შემდეგაც სტუმრებმა პენალტით გახსნეს ანგარიში...
იმავე ლიგაში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" "პორტიმონენსეს" დაუხვდა. ეს მატჩიც 2:2 დასრულდა. ებრალიძემ 90 წუთი ითამაშა.
* * *
ლიტვის პირველობაზე "ტრაკაიმ" შინ 0:2 წააგო "ჟალგირისთან". მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია ქართველ მცველს, ნიკა აფაქიძეს.* * *
ჭაბუკების ჩემპიონთა ლიგაში კი ითამაშა გიორგი ბერიძემ, რომელიც "გენტის" ქართველი შემტევი ძირითადში იყო. ის 62-ე წუთზე შეცვალეს.
"გენტის" ჭაბუკთა გუნდში კიდევ ერთი ჩვენებურია - ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელსაც ტრავმის გამო არ უთამაშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"