ლეგიონი გუშინ: მაკარიძის გაძევება და ბერიძე იუნიორთა ლიგაში

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ბერიძე "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში
პორტუგალიის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის გათამაშების მორიგ ტურში გიორგი მაკარიძის "ფეირენსემ" "ორიენტალს" უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.

უცნაურია, რომ მაკარიძე უკვე მე-3 წუთზე გააძევეს მინდვრიდან, რის შემდეგაც სტუმრებმა პენალტით გახსნეს ანგარიში...

იმავე ლიგაში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" "პორტიმონენსეს" დაუხვდა. ეს მატჩიც 2:2 დასრულდა. ებრალიძემ 90 წუთი ითამაშა.

* * *
ლიტვის პირველობაზე "ტრაკაიმ" შინ 0:2 წააგო "ჟალგირისთან". მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია ქართველ მცველს, ნიკა აფაქიძეს.

* * *
ჭაბუკების ჩემპიონთა ლიგაში კი ითამაშა გიორგი ბერიძემ, რომელიც "გენტის"
19-წლამდელებში ირიცხება. ბერიძის გუნდი შინ 0:3 დამარცხდა "ლიონის" თანატოლებთან.

ქართველი შემტევი ძირითადში იყო. ის 62-ე წუთზე შეცვალეს.

"გენტის" ჭაბუკთა გუნდში კიდევ ერთი ჩვენებურია - ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელსაც ტრავმის გამო არ უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული