ლუკას ჰუფნაგელის გოლმა "ფრაიბურგს" ქულა ბოლო წუთზე გადაურჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩში, რომელშიც "ფრაიბურგმა" "არმინიას" უმასპინძლა, გატანილი გოლით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი, ლუკას ჰუფნაგელი გამოირჩა.

18 სექტემბერს გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ქართული პასპორტის მქონე ნახევარმცველმა კი, რომელიც მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა, გოლი ბოლო წუთზე გაიტანა და მასპინძლებს ქულა გადაურჩინა. ეს ლუკას პირველი გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

"ფრაიბურგს" 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. ერთით მეტი აქვს ლიდერ "ბოხუმს".

ამავე ლიგაში მოთამაშე ლაშა დვალის "დუისბურგი", რომელშიც დღე-დღეზე გიორგი ჭანტურიაც უნდა ჩაირიცხოს, მეშვიდე ტურის მატჩს 20
სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, "ფრანკფურტის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მგონი კარგი ფეხბურტელი დადგება და ეროვნულსაც გამოადგება
Unknown
14:52 30-09-2015
0
კარგია ლუკას,ესერთ და სხვა მრავალი.გილოცავ, წარმატებები..
zakradze21@mail.ru
17:20 22-09-2015
0

სიახლეები პოპულარული