ყენიამ სეზონი ტრავმის გამო გვიან დაიწყო, "ზლინთან" გოლიც გაიტანა, მაგრამ ახლა ისევ ლაზარეთშია.
აი, რა თქვა "სლავიას" მწვრთნელმა დუშან უჰრინმა:
"ყენიას ტრავმა ძალიან ცუდად გამოიყურება, მას ის კოჭი აწუხებს, რომელზეც სამი ოპერაცია გადაიტანა. ის ძალიან გვაკლდა "დუკლასთან" თამაშში".