ლევან ყენიამ ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ვარჯიში განაახლა. კოჭის ტრავმის გამო მას სამკვირიანი პაუზა გამოუვიდა და სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა ბოლო სანაკრებო მატჩები.

ამ დროისთვის, ყენია "სლავიას" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა უცნობია, დააყენებს თუ არა სამწვრთნელო შტაბი მას შემადგენლობაში ჩეხეთის ჩემპიონატის მომავალ ტურში.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძალიან სჭირდება კარგ ფორმაში მყოფი ლევან ყენია, ვისი მინდორზე ყოფნაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი გუნდის ტექნიკურ არსენალსა და შეტევით პოტენციალს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამძლეობას გისურვებ ლევან, დაიტანჯა კაცი რა ამ ტრამვებით.
ლაშა
11:34 20-10-2015
0
ღმერთი იყოს შენი შემწე ლევან და ბოლო ყოფილიყოს ეგ ტრავმა, მთელი საფეხბურთო კარიერის მანძილზე.
gizog
13:42 20-10-2015
0

სიახლეები პოპულარული