ლეგიონი გუშინ: მათე ვაწაძე და "ორჰუსი" ფრეს დასჯერდნენ

AutoSharing Option
დანიური სუპერლიგის მორიგ ტურში ჩვენებურების "ორჰუსი" საშინაო შეხვედრაში "სონდერიისკეს" დაუპირისპირდა და კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად, ფრეს (0:0) დასჯერდა.

ქართველთაგან 89 წუთი ითამაშა მათე ვაწაძემ, ხოლო დავით სხირტლაძე განაცხადში არ ყოფილა.

14 ტურის შემდეგ "ორჰუსს" 17 ქულა აქვს და დანიის 12-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.

* * *
რუსეთის პირველობაზე "ტერეკმა" გასვლაზე 0:1 წააგო პერმის "ამკართან". სტუმართა რიგებში არ უთამაშია მცველ თედო გრიგალაშვილს, რომელიც თბილისშია და სავიზო პრობლემებს აგვარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული