ლეგიონი: მათე ვაწაძის "ორჰუსი" სტუმრად დამარცხდა

AutoSharing Option
6 ნოემბერს, დანიის სუპერლიგის მე-15 ტურის მატჩში მათე ვაწაძის გუნდი "ორჰუსი" სტუმრად "რანდერს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა სტუმრებს ვერაფრით შეეწია.

განაცხადში არ ყოფილა გუნდის მეორე ქართველი ლეგიონერი დავით სხირტლაძე.

დანიის 12-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ორჰუსს" 17 ქულით მე-8 ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული