"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თავსაც მშვენივრად ვგრძნობ. ტკივილი აღარ მაწუხებს და ეს მახარებს. მივედი თუ არა საავადმყოფოში, ექიმებმა მითხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო. ოპერაცია 40 წუთს გაგრძელდა.
ექიმებს მადლიერების ნიშნად ჩემი მაისურა ვუსახსოვრე...
ჯერ ვერ ვიტყვი, როდის შევძლებ მინდორზე დაბრუნებას. ექიმებმა მირჩიეს, რომ მარცხენა ფეხზე ცოტა ხნით ფეხსაცმელი არ ჩავიცვა.
მგონია, რომ "სპარტაკის" თამაშებს მალე დავესწრები, შეკრების დასაწყისში კი
შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ტრავმა საქართველო-შოტლანდიის თბილისური შესარჩევი მატჩის დროს მიიღო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"