ჯანო ანანიძე: ექიმებმა მირჩიეს, რომ ცოტა ხნით ფეხსაცმელი არ ჩავიცვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ განაცხადა, რომ ფინეთის ქალაქ ტურკუში ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავს მშვენივრად გრძნობს.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თავსაც მშვენივრად ვგრძნობ. ტკივილი აღარ მაწუხებს და ეს მახარებს. მივედი თუ არა საავადმყოფოში, ექიმებმა მითხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო. ოპერაცია 40 წუთს გაგრძელდა.

ექიმებს მადლიერების ნიშნად ჩემი მაისურა ვუსახსოვრე...

ჯერ ვერ ვიტყვი, როდის შევძლებ მინდორზე დაბრუნებას. ექიმებმა მირჩიეს, რომ მარცხენა ფეხზე ცოტა ხნით ფეხსაცმელი არ ჩავიცვა.

მგონია, რომ "სპარტაკის" თამაშებს მალე დავესწრები, შეკრების დასაწყისში კი
მინდორზეც გავალ", - თქვა ჯანომ.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ტრავმა საქართველო-შოტლანდიის თბილისური შესარჩევი მატჩის დროს მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კარგი ბიჭი ყოფილა თმა გაკრეჭილი საღილ
ilarioni
14:15 16-11-2015
0
ჯანო მალე გამოჯამრთელდი,გვიყვარხარ
გიო
14:32 16-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული