ბუბა დაუშვილისთვის 2015 წლის სეზონი ნაადრევად დასრულდა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურში ბუბა დაუშვილის "კარპატი" "სტალს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ქართველი ფეხბურთელი "კარპატის" ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

შეხვედრის 93-ე წუთზე მსაჯთან კამათის გამო სკამზე მჯდომმა დაუშვილმა წითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად მომდევნო ორ შეხვედრაში თამაშის უფლებას უკრძალავს.

თუმცა, შესაძლოა, ქართველ ფეხბურთელს უფრო დიდი სასჯელიც დაეკისროს. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს.

როგორც უკრაინული პრესა წერს, სადისციპლინო კომიტეტი მკაცრ ზომებს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვილისთვის 2015 წლის საფეხბურთო სეზონი ნაადრევად დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული