დავით სხირტლაძე კარიერას დანიურ "სილკებორგში" გააგრძელებს

AutoSharing Option
22 წლის შემტევმა დავით სხირტლაძემ კლუბი შეიცვალა - დანიური სუპერლიგის "ორჰუსიდან" პირველლიგელ "სილკებორგში" გადაბარგდა. ოფიციალური ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2017 წლამდე გაფორმდა.

როგორც ჩანს, გადამწყვეტი აღმოჩნდა "სილკებორგის" მწვრთნელ პეტერ სორენსენის ფაქტორი - ის სხირტლაძეს წვრთნიდა "ორჰუსშიც", სადაც ქართველი ფეხბურთელი 2011 წელს მივიდა.

"მოუთმენლად ველი სორენსენთან თანამშრომლობის დაწყებას. მან პირველმა მომცა შანსი და ჩემ შესახებ ყველაფერი იცის", - თქვა სხირტლაძემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

"სხირტლაძე ჩვენს შეტევას გააძლიერებს. ის მეორე ფორვარდად უკეთესია, მაგრამ ჯერ არ გამოუვლენია ბოლომდე თავისი ბომბარდირული თვისებები",
- თქვა "სილკებორგის" სპორტულმა დირექტორმა იესპერ სტაკერმა.

ამჟამად, "სილკებორგს" დანიის პირველ ლიგაში 24 ქულით მეექვსე ადგილი უჭირავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული