ბუბა დაუშვილი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში, სადაც ბუბა დაუშვილის "კარპატი" "სტალს" დაუპირისპირდა, შეხვედრის 93-ე წუთზე მსაჯთან კამათის გამო სკამზე მჯდომმა ქართველმა წითელი ბარათი მიიღო.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა დაუშვილის საქმე და ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა "ოლიმპიკთან" (4:1) გამოტოვა. კვირას, 3 დეკემბერს, "კარპატი" დონეცკის "შახტარს" დაუშვილის გარეშე ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული