ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" ქართველი ფორვარდი ვაკო ყაზაიშვილი გუნდის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია.

ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური "ფეისბუქი" ავრცელებს.

"გასაკვირი სულაც არაა: "ნაიმეგენის" წინააღმდეგ დერბიში გატანილი გოლით, გულშემატკივართა ხმათა უმრავლესობით ვაკო ყაზაიშვილი ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია.

ვაკოს გამარჯვების გოლი ნოემბრის საუკეთესო გოლადაც დასახელდა. ორმაგი დარტყმა ქართველისგან!", - წერს ოფიციალური გვერდი.

16 ტურის შემდეგ "ვიტესი" 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული