კვიპროსულ "პაფოსში" ქართველებს ახალი გუნდის მოძებნა ურჩიეს

AutoSharing Option
კვიპროსული "პაფოსი" ბაქოს "ინტერის" შემდეგ ყველაზე "ქართული" კლუბი იყო - იქ ხუთი ქართველი თამაშობდა: მეკარე როინ კვასხვაძე, მცველი გია გრიგალავა, ნახევარმცველები ელგუჯა გრიგალაშვილი და ლევან ხმალაძე და თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი.

"პაფოსი" 12 ქულის ბოლოსწინა ადგილზეა, გასავარდნ ზონაშია და ბუნებრივია, გუნდში ცვლილებები ხორციელდება. "პაფოსში" ქართული ჯგუფი იშლება", - გვატყობინებს kerkida.net.

"დღეს ქართველ ფეხბურთელებს (ლევან ხმალაძის გარდა) ოფიციალურად განუცხადეს, რომ ისინი მწვრთნელის გეგმებში არ შედიან და სხვა გუნდი უნდა მოძებნონ. მხოლოდ ლევან ხმალაძე ჩაამთავრებს სეზონს", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ გია გრიგალავამ
რამდენიმე დღის წინ დატოვა გუნდი. მაშინ დაიწერა, რომ "პაფოსის" საუკეთესო მოთამაშე უფრო ძლიერ კლუბში გადავიდოდა, ლაპარაკი "ომონიაზე" იყო. ბოლო ინფორმაციით, ის უკან დაბრუნდა და ისევ გუნდთან ერთად ვარჯიში ითხოვა, მაგრამ "პაფოსში" აღარ მიიღეს.

საიტის ექსკლუზიური ინფორმაციით, ელგუჯა გრიგალაშვილი "პაფოსს" უკვე ოფიციალურად დაშორდა და ის "ახნასში" გადავა, სადაც მისი უფრო ძმა, შოთა გრიგალაშვილი თამაშობს.

იმედია, ქართველი ფეხბურთელები დიდხანს არ დარჩებიან უგუნდოდ, რადგან მათი უმრავლესობა ეროვნული ნაკრების წევრი ან კანდიდატია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გელაშვილი იქნებ დინამომ დაიმატოს,დინამოს ის გამოადგებოდა.
bebeto
22:44 06-01-2016
0
იქედან თუ გაუშვეს მაშინ სოფლის ქუჩების პირველობაზეა მათი ადგილი
მურთაზი
19:00 06-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული