"ვიტესი": ყაზაიშვილის 62 წუთი, კაშია მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
8 იანვარს, არნემის "ვიტესი", რომლის რიგებშიც ორი ქართველი ლეგიონერი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ირიცხება, ამხანაგურ შეხვედრაში ბელგიურ "ანდერლეხტს" დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.

ყაზაიშვილმა ძირითადში დაიწყო და მოედანზე 62 წუთი დაჰყო.

რაც შეეხება კაშიას, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართველი მცველი დღეს "ვიტესის" შემადგენლობაში შეხვედრის 72-ე წუთზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ლეგიონერებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ. არნემის "ვიტესი" პიტერ ბოშმა დატოვა, რომელიც კარიერას ისრაელში, კერძოდ, თელ-ავივის "მაკაბიში" გააგრძელებს. "ვიტესს" კი რობ მასი წვრთნის, ვინც აქამდე ბოშის ასისტენტი გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული