[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!

AutoSharing Option
როგორც ბელგიური საიტები წერენ, "გენკის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს. საუბარია აუტსაიდერ "ესკისეჰირსპორზე"...

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ამიროვს დაუკავშირდა.

- ოქრიაშვილის თურქეთში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
- თურქულ გუნდ "ესკისეჰირსპორთან" მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანაზე. თურქეთში გადასვლა თავად ოქრიაშვილის სურვილი იყო და დიდი ალბათობით, ორშაბათს ტრანსფერი დასრულებული იქნება.

- იჯარა, გამოსყიდვის უფლებით?
- კი. საუბარი 2,5 მილიონ ევროზეა.

- ბოლო ინტერვიუში თქვით, ოქრიაშვილით ჰოლანდიის, გერმანიის და ბელგიის გუნდები
ინტერესდებიანო. ამ მიმართულებით სიახლე არაფერია?

- კი, არიან მსურველები ევროპაში, კონკრეტულად კი ორი ბელგიისა და ერთიც იტალიის გუნდია, თუმცა მათგან განსხვავებით, თურქეთში ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკას შეპირდნენ. ამ ეტაპზე მთავარი სწორედ ესაა. თანაც, პირადი კონტრაქტის პირობებიც თურქული კლუბისა უკეთესია.

- "ესკისეჰირსპორი" თურქეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი სუპერლიგიდან გავარდება და ოქრიაშვილის გამოსყიდვას მოისურვებს, თორნიკე გუნდს პირველ ლიგაში გაყვება?

- არავითარ შემთხვევაში! კონტრაქტის პირობით, თავის ბედს ოქრიაშვილი თავად გადაწყვეტს - მას თუ არ ენდომება კლუბში დარჩენა, ვერც გამოისყიდიან.
მკითხველის კომენტარები / 26 /
კიდევ ერთი გაფლანგული ნიჭი და "ტროიკა ბეენვეზე" გაცვლილი პერსპექტივა
დათო
09 იანვარი 2016 20:38
0
ამ ეტაპზე მთავარია "ოქრიმ" რაც შეიძლება მეტი ითამაშოს. სხვათა შორის, თურქეთის ჩემპიონატი არაფრით არ ჩამოუვარდება ბელგიისას და კარგ "ფორმაში" ყოფნა, იქაც შესაძლებელია.
tngh
09 იანვარი 2016 20:12
0
იტალიის გუნდი იწვევდაო, მაგას ნათქვამიც აქვს, რომ ძალიან უნდა იტალიაში თამაში და ამ დროს მიდის თურქეთის მაჩანჩალა გუნდში, მე მიჭირს ლამაზი კომენტარის გაკეთება...
zura1504
09 იანვარი 2016 20:10
0
....ra ori kapiki ichova da danarcheni fexebze kidia, tornike gaixsene zma jan varketilshi internet caafeebshi gaamebs ro atenebdi xolme couter strikes tamashit, mixede zmao fexburts da danebee am kazantipebze fikrs da eget sisulelebze
zzz
09 იანვარი 2016 20:07
0
თორნიკე ჩვენ რას გვიყურებ, აიღე მაგალითი ზაზა ფაჩულიასგან კაცობაშიც და პროფესიონალიზმში. ჯერ სულ ახალგაზრდა ხარ, ნიჭით აღსავსე, ყველაფერს მიაღწევ თუ მოინდომებ!
არჩილ ხოფერია
09 იანვარი 2016 20:02
0
თორნიკე არ გეწყინოს არცერთი კომენტარი,მაგრამ შენი ნიჭის პატრონი შუაგულ ევროპიდან თურქულ კლუბში აუტსაიდერში რომ გადახვალ თუნდაც უკეთეს პირობებზე კარიერის დაღუპვის ტოლფასია.მოიკრიბე ზალა ჩაჯექი ჭკუაში და ამოდი ამ კარიერული ჭაობიდან..მეტი სერიოზულობით მიუდექი გმერთIდან ბოძებულ ნიჭს.
toro
09 იანვარი 2016 19:32
0
წესით ყველა ქართველზე გული უნდა შეგტკიოდეს, მაგრამ ამ კაცს დასანახავად ვერ ვიტან მას შემდე, რაც საქვეყნოდ გალანძღა მთელი საქართველო, გოიმები ხართ კაზანტიპი რომ არ მოგწონთო.
T b i l i s i
09 იანვარი 2016 19:12
0
მალტაზე ან ფარერების ჩემპიონატში ვერ წახვედითორნიკეე ? იქ ოქნებ უფრო მეტი გეთამაშა.. :( , კიდევ ერთი ჩამქრალი ტალანტი ,მივიღეთ თავისი ....
მწარე
09 იანვარი 2016 18:06
0
მსოფლიო სპორტისგან :)
eqskluzivi
09 იანვარი 2016 18:00
0
კარგია ოქრი წარმატება ეგრეა საჭირო
aleqsi
09 იანვარი 2016 17:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული