ლეგიონის უქმეები: გიორგი პაპუნაშვილის გოლი, ლევან ყენიას პასები [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეების ლეგიონის გამორჩეული მოვლენები ამხანაგურ მატჩებში მოხდა.

ბუნდესლიგის "ვერდერმა" თურქულ შეკრებაზე გიორგი პაპუნაშვილი წაიყვანა და არც შემცდარა, "აუესთან" მატჩში (1:3), მე-18 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა. მან 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევან ყენიას "სლავიამ" "კოლინს" 5:0 მოუგო. ჩვენებურმა 61-ე წუთამდე ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანეთში "ვიტესმა" "ანდერლეხტს" 2:1 მოუგო. ვაკო ყაზაიშვილმა მოედანზე 62 წუთი დაჰყო და ძალზე აქტიური იყო, ხოლო გურამ კაშია მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


საფრანგეთი. ლიგა 1. მართალია,
ჯაბა კანკავამ
სრულად ითამაშა, მაგრამ მისმა "რეიმსმა" შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტულუზთან" 1:3 დათმო და ძალზე გაირთულა სატურნირო მდგომარეობა.

ინგლისი. ასოციაციის თასი. ინგლისის თასის 1/32-ფინალიდან გამოვარდა აკაკი გოგიას "ბრენტფორდი", რომელიც შინ 0:1 დამარცხდა "უოლსოლთან". ჩვენებურმა თამაშს სათადარიგოთა სკამიდან უყურა.

იტალია. სერია A. "ტორინოსა" და "ემპოლის" მატჩში (0:1) ვერ ვიხილეთ ლევან მჭედლიძე, რომელიც ჯერ კვლავ არ არის მზად სათამაშოდ.

ლეგა კალჩო. ირაკლი შეყილაძის (90 წ) "ტუტოკუოიო" შინ ლიდერ "სპალთან" 0:2 დამარცხდა.

ესპანეთი. სეგუნდა. "ჟიმნასტიკში" გიორგი აბურჯანია ჩაირიცხა. მან უკვე ივარჯიშა ახალ გუნდში, მაგრამ უშუალო კონკურენტ "ლუგოსთან" მატჩს (1:2) ქართველმა ტრიბუნიდან უყურა.

პორტუგალია. სეგუნდა. გიორგი მაკარიძემ "ფეირენშეს" კარი მშრალად შეინახა, მისმა გუნდმა 2:0 სძლია ლისაბონის "სპორტინგის" დუბლებს.

მოიგო ავთო ებრალიძის (90 წ) "ჟილ ვისენტემაც", რომელმაც სტუმრად "მაფრა" დაამარცხა. 44-ე წუთზე ავთოს დარტყმულს აფრიკელმა ალფონსმა დაამატა - 0:1.

"ფეირენშე" 42 ქულით მესამეა, ხოლო "ჟილ ვისენტე" 40 ქულით მეოთხე ადგილზეა.

თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძის "რიზემ" "აიდინს" 3:1 მოუგო. ქართველი განაცხადში არ ყოფილა. ის, შესაძლოა, იჯარით პოლონეთში დაბრუნდეს.

საბერძნეთი. სუპერლიგა. ვერც გიორგი მერებაშვილის (მეორე ტაიმი ითამაშა) "ლევადიაკოსმა" შეძლო "ოლიმპიაკოსის" შეჩერება და პირეოსში 1:3 დამარცხდა.

კვიპროსი. "პაფოსში" მხოლოდ ლევან ხმალაძე დარჩა ქართველთაგან. ის სასტარტოში იყო აელ-თან 0:0 თამაშში. ქართველი ნახევარმცველი გააფრთხილეს და 64-ე წუთზე შეცვალეს.

"ანორთოსისი" სტუმრად "დოქსას" დაუზავდა - 1:1. სტუმართა რიგებში არ ყოფილა ირაკლი მაისურაძე.

თემურ ქეცბაიას აპოელ-მა სტუმრად 2:1 დაამარცხა "არისი" და მესამე ადგილზე გადავიდა.

დღეს ძმები გრიგალაშვილების "ახნასი" "აპოლონს" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული