"ცხადაძის ხელმძღვანელობით სწორ გზას ვადგავართ და გადახვევა დამღუპველი იქნება"

AutoSharing Option
გიორგი ჭანტურიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და გერმანულ "დუისბურგში" არსებულ სიტუაციაზე Sportall.ge-სთან ისაუბრა.

"დუისბურგში" ყველაფერი კარგადაა. ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ. ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვებით ვვარჯიშობთ, რაც ჩემთვის კარგია - სეზონის განახლების დროს კარგ ფიზიკურ კონდიციებში უნდა ვიყო.

გუნდიდან ლაშა დვალის წასვლა მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. ის 20 წლისაა, პროფესიონალი და მონდომებული ბიჭია, ამიტომ ისეთ გუნდში უნდა იყოს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ლაშამ ასე თუ გააგრძელა, აუცილებლად ითამაშებს დიდ ფეხბურთს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, თუ ადამიანი ბრმა ხარ და არ
გინდა, რომ კარგი დაინახო, მაშინ შეგიძლია აუგის თქმა. ბოლოს და ბოლოს, ნაკრები დაემსგავსა ერთ მთლიან, ერთ მუშტად შეკრულ გუნდს. ეს თამაშის ხარისხზეც აისახება და შედეგებზეც.

დღეს ეროვნული გუნდი ძალიან კარგი მწვრთნელის ხელშია. ყველა ფეხბურთელი მოტივირებული და მონდომებულია. ამ გზიდან გადახვევა კი დამღუპველი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის”, - გვითხრა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეთანხმები ჭანტურიას 100%!
georgiano
20:20 12-01-2016
0
ნაკრებიც სწორ გზაზეა და ამანაც უნდა გააგრძელოს შრომა,გერმანელებმა კარგად იციან ნიჭის გამოყენება, ნიჭი კი ჭანტურიას უხვად აქვს.
bebeto
21:01 12-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული