"დუისბურგში" ყველაფერი კარგადაა. ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ. ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვებით ვვარჯიშობთ, რაც ჩემთვის კარგია - სეზონის განახლების დროს კარგ ფიზიკურ კონდიციებში უნდა ვიყო.
გუნდიდან ლაშა დვალის წასვლა მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. ის 20 წლისაა, პროფესიონალი და მონდომებული ბიჭია, ამიტომ ისეთ გუნდში უნდა იყოს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.
ლაშამ ასე თუ გააგრძელა, აუცილებლად ითამაშებს დიდ ფეხბურთს.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, თუ ადამიანი ბრმა ხარ და არ
დღეს ეროვნული გუნდი ძალიან კარგი მწვრთნელის ხელშია. ყველა ფეხბურთელი მოტივირებული და მონდომებულია. ამ გზიდან გადახვევა კი დამღუპველი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის”, - გვითხრა ჭანტურიამ.