* * *
დონეცკის "შახტარის" 17 წლის ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თბილისის "ლოკომოტივიდან" უკრაინულ გუნდში 2015 წლის ზაფხულს გადაბარგდა. ცნობისთვის, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ის "ბარსელონას" აკადემიაში სტაჟირებაზე იმყოფებოდა, სადაც კარლეს პუიოლის შვილთან, ერთ გუნდში ითამაშა. ახალგაზრდა ვინგერი ძალიან მალევე იქცა "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ლიდერად, "ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელი კი არა, დიდი ტალანტია, რომელიც ტექნიკით ბრაზილიელებს არაფრით ჩამოუვარდება. ერთი-ორი კაცის მოტყუება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, - განაცხადა სპორტულმა ექსპერტმა სერგეი მოროზოვმა. - გიორგის ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და საკმაოდ კარგი მარცხენა ფეხი.
მისი მონაწილეობით ორი შეხვედრა ვნახე, სადაც მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე ითამაშა. ჩემი აზრით, მისი შესაძლებლობების დიაპაზონი ბევრად ფართოა - მართალია, ის მემარცხენეა, მაგრამ შეტევის მთელ ფრონტზე შეძლებდა თამაშს და ასევე, გამთამაშებლადაც. თანაც, ასაკისთვის უჩვეულოდ, ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ მდგრადია.
აღნაგობით ლიონელ მესის მაგონებს, თამაშის მანერით კი 1950-60-იან წლებში თბილისის "დინამოს" შემტევ მიხეილ მესხს - ზუსტად ასეთივე თავისებური ფინტები და საწყისი სისწრაფე, ასეთივე არასტანდარტული თამაში, რომელიც ლოგიკას ცდება: როცა მისგან გადაცემას ელოდებიან, ის კაცის მოტყუებაზე მიდის, დარტყმას კი მოუმზადებლად ასრულებს...
იცით, ერთხელ დარიო სრნას ხუმრობით ვკითხე: "დამისახელე 2 ფეხბურთელი იმ "შახტარის" შემადგენლობიდან, რომელიც მომავალში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს?". მან კი დაუფიქრებლად მიპასუხა: "კოვალენკო და არაბიძე", - თქვა ექსპერტმა.
ამიტომ უკეთესი თუ მოტივაციას გავუჩენთ, ივარჯიშე და მოირგე ეროვნულის მაისური, თავის დროზე
გიორგი არ ისაჩკავო, ივარჯიშე თავდაუზოგავად, ბოლომდე და მესიზეც გაგესწროს ოქროს ბურთების მოპოვებაში!
გიოს წარმატებებს ვუსურვებ! ჩვენი დიდი იმედია ეს ბიჭი.