ირაკლიმ გულშემატკივრებს თავი განსაკუთრებით ალბანელებთან მოგებულ (1:0) შეხვედრაში დაამახსოვრა, როცა გურამ გოშთელიანის გოლი სწორედ მის შესანიშნავ გარღვევას მოჰყვა.
როგორც შევიტყვეთ, ამჟამად კომახიძე რუსულ კლუბში ვარჯიშობს. ეს სიახლე "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გაგვიმხილა:
"ირაკლი ყაზან
"რუბინი" პორტუგალიის ქალაქ ლაგუშში 16 იანვარს გაემგზავრა და იქ 29 იანვრამდე ივარჯიშებს. რუსული პრემიერლიგის გუნდი პირინეებზე ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს: 24 იანვარს ავსტრიულ "მატესბურგთან", ხოლო 28 იანვარს - პოლონურ "ლეჩნასთან".
კომახიძის გარდა, ყაზანის "რუბინის" დუბლებს დაუბრუნდა თავდამსხმელი მერაბ ურიდია, რომელმაც ქობულეთში ნახევარი სეზონი ჩაატარა.
ქობულეთელთა დირექტორმა კიდევ ერთი შესაძლო სატრანსფერო სიახლეც გაგვიმხილა:
"ირაკლი კომახიძის გარდა, შესაძლოა, უცხოეთში ლევან გეგეჭკორმაც ითამაშოს. მისით სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი 2" დაინტერესდა და საკითხი მალე გადაწყდება".
ქობულეთელთა ნახევარმცველი ლევან გეგეჭკორი მარტვილის "მერანის" აღზრდილია, 2013 წელს კი, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. 21 წლის გეგეჭკორი "შუქურაში" 2015 წლის ზაფხულში გადავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"