საფრანგეთის ჩემპიონატის ლიგა 1-ში ჯაბა კანკავას "რეიმსმა" შინ 2:1 მოუგო "ანჟერს". საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. ამ გამარჯვების შემდეგ "რეიმსს" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 26 ქულა აქვს და მე-16 ადგილს "აიაჩოსთან" იყოფს.
შჩეცინის "პოგონი" ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა სლოვაკურ "ტრენჩინს" და 3:2 გაიმარჯვა. პოლონურ კლუბში ანგარიში ლადო დვალიშვილმა გახსნა.
კვიპროსის
ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისმა" კი ასევე სტუმრად ვერაფერი გააწყო აეკ-თან - 0:3. მაისურაძე მინდორზე 71-ე წუთზე შევიდა.
* * *
პორტუგალიის თასის 1/2-ფინალში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" შინ 0:3 დამარცხდა "პორტუსთან". ჩვენებური შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"