თამაზ პერტიამ ლატვიაში იჩხუბა, მისი "სკონტო" კი ჩემპიონატიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
11 იანვარს თამაზ პერტიას "სკონტო" ლიგის თასის ნახევარფინალში "ლიეპაიასთან" 0:1 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ინციდენტი მოხდა, მოედანზე "სკონტოს" ფეხბურთელს ეუხეშნენ, რასაც პერტიას აღშფოთება და მისი კინკლაობა მოჰყვა "ლიეპაიას" ერთ-ერთ სათადარიგო ფეხბურთელთან. მსაჯმა ორივე გააძევა. ამბობენ, დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდაო.

მატჩის შემდეგ 41 წლის ქართველმა სპეციალისტმა მოიბოდიშა და ყველაფერი გუნდის ირგვლივ დაძაბული ფონით ახსნა.

ლატვიის ლიგის თასი, ტრადიციულად, ზამთარში რიგის დახურულ დარბაზში იმართება.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ "სკონტოს" ვირშლიგაში ასპარეზობის ლიცენზია არ მისცა. მიზეზი
გაუმართავი ინფრასტრუქტურა და დავალიანებებია.

რიგის კლუბს 5 თებერვალს ჰქონდა შეტანილი აპელაცია და "სკონტოს" უარი ეთქვა. მის ნაცვლად ვირშლიგაში რიგის საფეხბურთო სკოლის გუნდი დაუშვეს.

ლატვიის 14-გზის ჩემპიონმა შესაძლოა, პირველ ლიგაში ითამაშოს ან დაიშალოს.

პერტია 2008 წლიდან მწვრთნელობს. "სკონტო" მისი მეოთხე ლატვიური გუნდია, სადაც 2012 წლიდანაა, როცა მან მარიან პაჰარსი შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული