ლეგიონი: გიორგი აბურჯანიას ბრწყინვალე საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 თებერვალს, ესპანეთის მეორე დივიზიონის 25-ე ტურში, გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკმა" "ელჩეს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა, შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი კი ნარანხოს ანგარიშზეა, რომელმაც მე-11 წუთზე სწორედ გიორგის ზუსტი გადაცემით ისარგებლა და "ხიმნასტიკს" მორიგი 3 ქულა მოუტანა.

ჩატარებული 25 შეხვედრის შემდეგ აბურჯანიას გუნდი 41 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ "ალავესს" 5 ქულით ჩამორჩება.
Bfr7G5h
მკითხველის კომენტარები / 18 /
აბურჯანიას ვერ აჩერებენ. წარმატებები
aster
14 თებერვალი 2016 11:39
0
ბრავო აბურჯანია. რაც გააკეთე ეგ უკვე მაღალი კლასია.წარმატებები
kaxa
14 თებერვალი 2016 11:00
0
წარმატებებს გისურვებ გიორგი!
ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი ახალგაზრდა დამაჯერებლად იმკვიდრებს ადგილს ესპანურ ფეხბურთში.
ფერნანდო
14 თებერვალი 2016 10:59
0
მაგარია..ოთხ კაცს გაცდე და საგოლედ უპასო მაგარია
nukri
14 თებერვალი 2016 09:32
0
გენაცვალე გიო,ძალიან ჟიკლიანი და ჭკვიანი ბიჭი ხარ!ვასკას 17წლამდელებიდან მახსოვხარ და მაგრად გგულშემატკივრობ
gio
14 თებერვალი 2016 03:07
0
ერთხელ კაი გაუმართლა :) მეორეთაც და :) აღარაა ეს უკვე ხუმრობა,თან ცენტრი გაიარა უკვე ხუმრობის გარეშე :) შემდეგი საგოლე სერიოზულებში ჩავუთვალოთ ოღონდ დაცვიდან უნდა წამოიგოს :)
levani
14 თებერვალი 2016 02:44
0
2 თამაში და 2ვე ცენტრიდან წაღებული და დამუშავებული საგოლე გადაცემა იმედის მომცემია..საღოლ გიოს,, მაგარია ზაან ^_^
ჩორნა
14 თებერვალი 2016 00:39
0
es kaci primeradivizionistvis minda memris, realis da barselonas winaagmdeg
beso
13 თებერვალი 2016 23:10
0

სიახლეები პოპულარული