ლუკა ზარანდიამ ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ ითამაშა

AutoSharing Option
23 თებერვალს, ამსტერდამის "აიაქსის" ბაზის დახურულ დარბაზში ჩვენთვის საინტერესო მატჩი გაიმართა - ჰოლანდიური გრანდის დუბლშემადგენლობამ ბელგიური "გენკის" სარეზერვო გუნდს უმასპინძლა და 3:2 მოუგო.

"აიაქსის" რეზერვისტებში მთავარი გუნდის ექვსმა (ვიქტორ ფიშერი, ვაცლავ ჩერნი, ტიულან სერესო, დონი ვან დე ბეეკი და რიშაირო ჟივკოვიჩი) ფეხბურთელმა ითამაშა. თავიდან ბელგიელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმი მეტოქეზე უკეთ ჩაატარეს და გაიმარჯვეს კიდეც.

ჩვენთვის კი საინტერესო ის არის, რომ სტუმართა რიგებში ითამაშა ლუკა ზარანდიამ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

25 იანვრის შემდეგ ზარანდია
საზარდულის ტრავმას მკურნალობდა. ამის მიუხედავად, ქართველი შემტევი ორივე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ბელგიელთა მეორე საგოლე შეტევა სწორედ ზარანდიამ წამოიწყო. ამსტერდამელთა მცველებს მისი შეჩერება უჭირდათ და ორჯერ ეს ყვითელი ბარათის ფასადაც დაუჯდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკა არაჩვეულებრივი სპორცმენია და მეტი ყურადღება ჭირდება.
სამწუხაროა, რომ ტრავმა აწუხებს და იშვიათად უწევს თამაში. იმედი მქონდა გენკში თავისი ინდივიდუალური თამაშით, უფრო დიდი კლუბების ინტერესს გამოიწვევდა, მაგრამ სერიოზულმა ტრავმამ არ მისცა ამის საშუალება. ვუსურვებ სრულად გამოჯანმრთელებას და ისე გაბრწყინებას როგორსაც ლუკა იმსახურებს თავისი ლამაზი და ტექნიკური თამაშით......... ჩვენს ნაკრებს ძალიან აკლია ასეთი მონაცემების ფეხბურთელი.
მარინა მესხი
23:16 28-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული