ბაჩანა ცხადაძე: არასოდეს დამავიწყდება ის დღე, ქეცბაიამ ნაკრებში პირველად რომ გამომიძახა

AutoSharing Option
"აზერისპორტთან" ინტერვიუში თბილისის "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ბაჩანა ცხადაძემ აზერბაიჯანული მედიის ბრალდებას უპასუხა, თითქოს, მან უჩივლა ბაქოს "ინტერს" ფიფაში დავალიანების გადაუხდელობის გამო.

აი, რა თქვა "ინტერის" ექსფორვარდმა:

"ბევრი მიზეზის გამო "ინტერი" ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული გუნდი იქნება. რამდენი წელი ვთამაშობდი ამ გუნდში და ყოველთვის ყოველგვარი ზედმეტი მოთხოვნის გარეშე ვახანგრძლივებდი კონტრაქტს.

გუნდს დავალიანების გასტუმრებაზე ძალიან დიდ დათმობაზე დავთანხმდი. აუნაზღაურებელი თანხის გარდა, კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა კლუბთან, რომელზეც მთლიანად უარი ვთქვი ჩემი ინიციატივით. ჩვენ უკვე ყველაფერი შევათანხმეთ, სხვანაირად მშობლიურ კლუბთან ვერ მოვიქცეოდი".

ბაჩანა ცხადაძემ თავის
სანაკრებო პერსპექტივაზეც ილაპარაკა. მისი სურვილია, კვლავ ეროვნული ნაკრების მაისურა მოირგოს, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, კახა ცხადაძის ნაცვლად გუნდს ვლადიმირ ვაისი წვრთნის.

"არ ვიცი, ახალი მწვრთნელი რამდენად დაეყრდნობა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ.

ჩვენთან ნაკრების ძირითადი ბირთვი ლეგიონერია, მაგრამ თავად ყოველთვის მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო.

არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა თემურ ქეცბაიამ პირველად დამიძახა ნაკრებში. მთელი ღამე არ მეძინა. ასეთივე ემოციები მაქვს ყოველ გამოძახებაზე".
მკითხველის კომენტარები / 3 /
დამიჯერე ნაკრებს ტელევიზორიდან ნახავ მხოლოდ :D:D:D:D:D:
0
ზოგიეთებივით უმადური არაა. 3 წლის უთამაშებელს ათამაშებ და მერე აქეთ რო აკრიტიკებს :დდდ წარმატებები ბაჩანას და ნაკრებს
saba
19:13 16-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული