ნიკა კვეკვესკირის გოლი ua-football.com-მა TOP10-ში პირველ ადგილზე დაასახელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ბაქოს "ინტერის" 23 წლის ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის გოლი, რომელიც ფეხბურთელმა 20 მარტს, სტუმრად "ხაზართან" გაიტანა, ყურადღების ცენტრში არამარტო საქართველოსა და აზერბაიჯანში მოექცა.

ნიკას სუპერგოლი ცნობილმა უკრაინულმა საფეხბურთო საიტმა ua-football.com-მა უიქენდის ტოპ-ათეულში პირველ ადგილზე გაიყვანა. ქართველი ფეხბურთელის შედევრმა რეიტინგში ქარიმ ბენზემას ("რეალი"), სესკ ფაბრეგასის ("ჩელსი"), პოლ პოგბას ("იუვენტუსი"), მარკუს რაშფორდისა ("მანჩესტერ იუნაიტედი") და სხვების გოლები დაჩრდილა.

"ამ კვირის გამარჯვებული ბაქოს "ინტერის" ქართველი ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირია. მისმა დარტყმამ დედაქალაქურ გუნდს "ხაზარ-ლენქორანთან" მინიმალური ანგარიშით მოაგებინა. გოლი თამაშში ერთადერთი იყო, თანაც ღირებული
და ამიტომაც იმსახურებს პირველობას", - წერს უკრაინული გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აზერბაიჯანიდანაც სეიზკებოდა მისი ერივნულ ნაკრებსი გამოზახება.უტამასრბელ ზალამიდზეს და ოქრიასვილს არ ჯობია?ჯურნალისტებო რას დადუმებულხარტ?....
bacho
02:14 23-03-2016
0
ნიკას უდზლუერესი სორეული დარტყმა აქვს ქარტველ ფრხბურტელებტაგან ყველაეტტად აგებული,პლუს მსრომელია და მოედანზე არასდროს არ იკარგება,მეტი რა ევალება პროფესიონალ მოტამასჰეს?რატო არ არის ნაკრებსჰი?
bacho
02:18 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული