სამწუხაროდ, ამ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება გიორგი ჭანტურია, რომელმაც ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში პირველ ტაიმში ითამაშა. "დუისბურგის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ჭანტურია კლუბში სანაკრებო შეკრებიდან გაციებული ჩავიდა.
ამ სეზონში 22 წლის ჭანტურიამ "დუისბურგის" მაისურით 15 თამაშში 2 გოლი გაიტანა.