ოფიციალურად: კახა ცხადაძე ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელია!

AutoSharing Option
ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა ალმათის "ქაირათმა" საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტი გააფორმა და ოფიციალურად წარადგინა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

ყაზახეთის ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით იმართება, ჯერ მხოლოდ 3 ტურია გასული. "ქაირათმა", რომელსაც ცხადაძემდე რუსი სპეციალისტი ალექსანდრ ბოროდიუკი წვრთნიდა, ჩემპიონატის სასტარტო სამი შეხვედრიდან 2 დათმო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ცუდი სტარტის გამო ბოროდიუკმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ცხადაძე "ქაირათის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო მატჩს 9 აპრილს, სტუმრად "ატირაუსთან" ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე
სფფ-ის ხელმძღვანელობამ საქართველოს ეროვნულ გუნდს ხელფასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის გამო ჩამოაშორა. საქართველოს ნაკრებში ცხადაძის მემკვიდრე ვლადიმირ ვაისი კი უწინ სწორედ "ქაირათში" მუშაობდა.

47 წლის ცხადაძეს, როგორც ფეხბურთელს, თბილისის "დინამოში", გერმანულ "აინტრახტში", ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში", მოსკოვურ გუნდებში: "დინამოსა" და "სპარტაკში" უთამაშია. ის გამოდიოდა საქართველოს ეროვნულ და დსთ-ის ნაკრებებში.

სამწვრთნელო კარიერა ცხადაძემ 2001 წლიდან, თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო. სხვადასხვა დროს ის წვრთნიდა ბოლნისის "სიონს", ბაქოს "სტანდარტსა" და "ინტერს". ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
კომენტარები (13)
14:11 | 08.04.2016 Gocha Juve (37) პასუხი
კახა არ უნდა გაეშვათ ნაკრებიდან! ეს ნაბიჯი ფედერაციის შეცდომა იყო! კობიაშვილის პატივისცემის მიუხედავად მაინც კახა უნდა დაეტოვებინა, რაღაც უაზრო თანხის გამო ნაკრები არ უნდა გაეწირა ფეხბურთელებმა ძლივას კომფორტულად იგრძნეს თავი ამათ კი ისევ უკან დააბრუნეს. ვაისი სანამ გუნდს და ქართულ მენტალიტეტს შეეგუება მანამ არაფერი გეტკინოთ. კახა ვაისის ყოფილ გუნდში წავიდა და ნახავთ რომ ბევრად კარგ გუნდს დააყენებს ვიდრე ვაისს ყავდა. კახას ხედვა და ინტელექტი ბევრად დააკლდება ჩვენს ნაკრებს! კახა ცხადაძეს სულით და გულით წარმატებებს ვუსურვებ!!!

00:49 | 08.04.2016 ogafa (2814)
წარმატებები
Gocha Juve
08 აპრილი 2016 14:22
0
კახა დარწმუნებული ვარ წარმატებას მიაღწევს, ჩვენ რა გვეშველება ?
kote
08 აპრილი 2016 10:06
0
წარმატებებს უსურვებ კარგი ადამიანი და მწვრთნელი გაუშვეს ...
bejo
08 აპრილი 2016 09:09
0
ოოო, ბაჩანასაც ახალი კლუბი უშოვია )))
123
07 აპრილი 2016 22:02
0
წარმატებები კახა.
geo
07 აპრილი 2016 21:44
0
მგონია,მთლად კაცურად არ მოიქცა ფედერაცია. სულ გამარჯვებით გევლოს, კახა!
jondoie
07 აპრილი 2016 21:21
0
ღმერთმა ქნას და კახამ წარმატებებს მიაღწია ალმა-ათაში და ასევე ღმერთმა ნუ ქნას და ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია შესარჩევში, ...
aliko
07 აპრილი 2016 18:13
0
რა მწრთვნელი გაუსშვა კობიაშვილმა
giorgi
07 აპრილი 2016 17:46
0
წარმატებები! მაგრად, ძალიან მაგრად დაერხათ ყაზახ მსაჯებს! :დ
ქუთაისელი
07 აპრილი 2016 17:46
0
წარმატებები კახას.
kaxa
07 აპრილი 2016 16:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული