კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
ყაზახეთის ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით იმართება, ჯერ მხოლოდ 3 ტურია გასული. "ქაირათმა", რომელსაც ცხადაძემდე რუსი სპეციალისტი ალექსანდრ ბოროდიუკი წვრთნიდა, ჩემპიონატის სასტარტო სამი შეხვედრიდან 2 დათმო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ცუდი სტარტის გამო ბოროდიუკმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ცხადაძე "ქაირათის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო მატჩს 9 აპრილს, სტუმრად "ატირაუსთან" ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე
47 წლის ცხადაძეს, როგორც ფეხბურთელს, თბილისის "დინამოში", გერმანულ "აინტრახტში", ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში", მოსკოვურ გუნდებში: "დინამოსა" და "სპარტაკში" უთამაშია. ის გამოდიოდა საქართველოს ეროვნულ და დსთ-ის ნაკრებებში.
სამწვრთნელო კარიერა ცხადაძემ 2001 წლიდან, თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო. სხვადასხვა დროს ის წვრთნიდა ბოლნისის "სიონს", ბაქოს "სტანდარტსა" და "ინტერს". ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.
14:11 | 08.04.2016 Gocha Juve (37) პასუხი
კახა არ უნდა გაეშვათ ნაკრებიდან! ეს ნაბიჯი ფედერაციის შეცდომა იყო! კობიაშვილის პატივისცემის მიუხედავად მაინც კახა უნდა დაეტოვებინა, რაღაც უაზრო თანხის გამო ნაკრები არ უნდა გაეწირა ფეხბურთელებმა ძლივას კომფორტულად იგრძნეს თავი ამათ კი ისევ უკან დააბრუნეს. ვაისი სანამ გუნდს და ქართულ მენტალიტეტს შეეგუება მანამ არაფერი გეტკინოთ. კახა ვაისის ყოფილ გუნდში წავიდა და ნახავთ რომ ბევრად კარგ გუნდს დააყენებს ვიდრე ვაისს ყავდა. კახას ხედვა და ინტელექტი ბევრად დააკლდება ჩვენს ნაკრებს! კახა ცხადაძეს სულით და გულით წარმატებებს ვუსურვებ!!!
00:49 | 08.04.2016 ogafa (2814)
წარმატებები