გურამ კაშია: ყაზაიშვილის გარდა, "ვიტესში" ექსტრაკლასის ფეხბურთელები აღარ თამაშობენ

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატში ქართველთა "ვიტესმა" შინ ვერ შეძლო "დენ ჰააგის" დამარცხება - 2:2. ამ შეხვედრაში ჩვეული თავურით გამოიჩინა თავი გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც მატჩის შემდეგ De Telegraaf-ს კომენტარში შემდეგი უთხრა:

"ხანდახან ველით, რომ რომელიმე ფეხბურთელი მატჩის გმირობას იტვირთავს. შარშან ჩვენ გვყავდა ბერტრან ტრაორე და მარკო ვეინოვიჩი. ახლაც ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ექსტრაკლასის არა.

ერთადერთი გამონაკლისი ვაკო ყაზაიშვილია, თუმცა მას თვითრწმენა აკლია. ყველა ფეხბურთელს თავისი ამბიცია გააჩნია, მაგრამ თითოეულმა მათგანმა
პასუხისმგებლობაზეც უნდა იფიქროს.

ამ გადმოსახედიდან გუნდისთვის პლეი ოფში გასვლა ყველაზე სავარაუდო და მისაღწევ მიზნად მიმაჩნია", - განაცხადა იმედგაცრუებულმა კაშიამ.

კაპიტანმა პლეი ოფში მე-4-მე-7 ადგილებზე გასული გუნდების ტურნირი იგულისხმა, რომელშიც გამარჯვებული ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს მიიღებს. "ვიტესის" მიზანი მესამე ადგილი იყო, მაგრამ ახლა "ფეიენოორდი" არნემულ კლუბს 11 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული