RP ONLINE: ყველაზე ნათელი წერტილი გიორგი ჭანტურია იყო

AutoSharing Option
გერმანულმა გამოცემა RP ONLINE-მა 29 აპრილს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურის დასრულების შემდეგ, "დუისბურგის" ფეხბურთელები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 აპრილს, გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა" "ფორტუნას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 სძლია, თავად ქართველმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა.

"დუისბურგელთა შემადგენლობაში ყველაზე ნათელი წერტილი ქართველი გიორგი ჭანტურია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არ გამოსდიოდა, მოედანზე ყველაზე მონდომებული სწორედ ის იყო, განსაკუთრებით კი შეტევის ხაზში. ჭანტურიამ არაერთი დრიბლინგი განახორციელა, ეს ყველაფერი კი "ფორტუნას" მცველებს დიდ პრობლემებს უქმნიდა. პირველი ტაიმის შემდეგ ფეხბურთელმა ოდნავ მოუკლო",
- წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჭანტურიას წარმატებები!!! ჰუფნაგელზე რატომ არაფერს წერთ? მომავალი წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი რომ ბუნდესლიგაში ითამაშებს ეგ არაფერს ნიშნავს? ან ჩემ კომენტარებს რატომ ბლოკავთ?
kartveli888
13:49 30-04-2016
0
ისე მაინცდამაინც საგოლე გადაცემა გამიზნულად არ ყოფილა, დარტყმას აპირებდა და მცველმა ხელი შეუშალა,ამიტომაც გამოვიდა საგოლე გადაცემა, საგოლე მე 19-ე წუთზე გააკეთა და თანაგუნდელმა კარს ააცილა რეალური მომენტი
fanat
14:13 30-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული