"სპორტ ექსპრესი": ბერდიევმა "სპარტაკში" შესაძლოა საბა კვირკველიაც წაიყვანოს

AutoSharing Option
რუსულ მედიაში აქტიურად განიხილავენ მოსკოვის "სპარტაკში" მთავარ მწვრთნელად ყურბან ბერდიევის დანიშვნის შესაძლებლობას. გამოცემა "სპორტ ექსპრესმა" კი იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც ბერდიევმა "სპარტაკში" შეიძლება თან იახლოს, ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველიაც დაასახელა.

შესაძლოა, საბა კვირკველია მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდეს

შეგახსენებთ, რომ 63 წლის სპეციალისტი, რომელმაც ახლახან "როსტოვი" რუსეთის ვიცე-ჩემპიონი გახადა, საბას საკმაოდ კარგად იცნობს "რუბინიდან", სადაც 2014 წლამდე მუშაობდა. რაც შეეხება "სპარტაკს", ჯანო ანანიძის გუნდმა სეზონი დმიტრი ალენიჩევის ხელში დაასრულა და ევროპალიგაზე ითამაშებს.

"კვირკველია "რუბინის" ძირითადში ჯერ კიდევ ბერდიევის დროს გამოჩნდა, ბელიალედტინოვის
ხელში კი სრულებით გაიხსნა.

პირველ წლებში ის სწრაფად პროგრესირებდა, დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად და იყო წამყვანი რუსული კლუბების ინტერესთა სფეროში, მაგრამ ყაზანელთა ამჟამინდელ გუნდში ქართველმა მცველმა განვითარება, თითქოსდა, შეანელა.

თუმცა, გარკვეული დონე კვირკველიას მაინც უჭირავს - ის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა საჯარიმოდან ბურთის გამოტანის მაჩვენებლით (6,8 თამაშში), მე-17 ადგილზეა ჩაჭრებით (3,5) და ლიდერთა შორისაა დარტყმების ბლოკირებით.

მაგრამ დარწმუნებით ვერ იტყვი, რომ ნაკლებად პერსპექტიულია იგივე კუტეპოვი, რომელიც კვირკველიაზე ცოტათი პატარაა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ლეგიონერებზე ლიმიტის ფაქტორიც", - წერს "სპორტ ექსპრესი".
მკითხველის კომენტარები / 7 /
საბა ლივერპულს სჭირდება...!!!
0
რაღაც უცნაური სენი სჭირთ ქართველ ფეხბურთელებს - 17-18-19 და ჰა ჰა 20 წლამდე უკიდეგანოდ ნიჭიერები არიან და სპეციალისტები ვარსკვლავურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და 20-21 წლიდან ჯერ საშუალო დონეზე ქვეითდებიან და შემდეგ რეგრესირებენ.

გამმოთქვით თქვენი მოსაზრებები რატომ ხდება ასე? ძალიან საინტერესო ფენომენია!









zaza
18:15 25-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული