გოგიტა გოგუა "ირტიშიდან" მიდის? - ქართველს ხელფასი არ აკმაყოფილებს

AutoSharing Option
პავლოდარის "ირტიშის" ქართველმა ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.

როგორც "KazFootball.kz"-ის კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი, გოგუა ხელფასითაა უკმაყოფილო - ის 4 000 დოლარს იღებს, რაც სხვა ლეგიონერებთან შედარებით, დაბალი ხელფასია. ხელმძღვანელობასთან ხელფასის გაზრდაზე ფეხბურთელს მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა, მაგრამ ისინი წარუმატებლად დასრულდა.

როგორც წყარო იტყობინება, ამჟამად გოგუასადმი ინტერესს ყაზახური "ორდაბასი" და "ატირაუ" იჩენენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცი 33 წლის ასაკში!, გორის "დილადან"! უკეთესი ჩემპიონატის უკეთეს გუნდში წაგიყვანეს, ძირითადში ჩაგსვეს, კარგი სავარჯიშო და სათამაშო გარემო დაგახვედრეს, ოჯახისთვის და შენთვის კარგი საცხოვრებელი პირობები შეგიქმნეს, უკეთესი ხელფასი მოგცეს, მწვრთნელი შენი ხასიათის "თავისებურებებს" არ იმჩნევს გენდობა და გეფერება...

შენ კიდე სეზონის ნახევარი არაა გასული და ხელფასის გასამმაგებას ითხოვს და კლუბს ულტიატუმს უყენებს წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენტ გუნდში წავალო!

მერე გამოხტებიან აქ "მორალისტები" და პოზიტივზე ილაპარაკეთო!

იმ დღეს სომეხი მხითარიანის მენეჯერის ინტერვიუს წავიკითხე სადაც ბოდიშს უხდიდა გენრიხს რომ თავის დროზე აიძულებდა დორტმუნდის მაგივრად ანჟიში გადასულიყო. თურმე მხითარიანს 15 მილიონ ე.წ. "პადიომს" და ზევიდან ზღაპრულ ხელფასს სთავაზობდა ანჟი, მან კი დაახლოებით 10-ჯერ დაბალი შემოსავალი მაგრამ "დიდი ფეხბურთი" არჩია.

როგორ ფიქრობთ, გოგუა და მისნაირები რას იზავდნენ ასეთ შემხვევაში?! გააფორმებდნენ რაც შეიძლება გრძელვადიან კონტრაქტს ანჟისთან და დღეს რუსეთის პირველ ლიგაში "იგორავებდნენ" მილიონების სანაცვლოდ...

ქართულ ფეხბურთზე აღმოცენებულ-აღზრდილი პირი წესიერი ადამიანი ვერ იქნება და ფედერაციან კლუბებიანად კოლექტიური "ხობი - ბეთლემი" რომ არიან, შედეგიც შესაბამისი დგება!

აი ეს არის პრობლემა!


zaza
17:00 31-05-2016
0
ამას ქართველი თუ მოიფიქრებდა......... არადა მე პირადად პენსიაზე იყო მეგონა უკვე........
ikako
20:57 31-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული